loader

BBC-ს სერიალმა, რომელშიც მერაბ ნინიძე თამაშობს, რუსეთის საელჩო აღაშფოთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

BBC-ს სერიალმა, რომელშიც მერაბ ნინიძე თამაშობს, რუსეთის საელჩო აღაშფოთა

დიდ ბრიტანეთში მდებარე რუსეთის საელჩო უკმაყოფილებას გამოთქვამს BBC-ს ახალი სერიალის, McMafia-ს გამო. საელჩო აღნიშნავს, რომ სერიალში დიდი ბრიტანეთი წარმოდგენილია, როგორც "მოედანი რუსი განგსტერებისთვის".

McMafia ახალი კრიმინალური ტრილერია, რომელშიც ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძეც თამაშობს. ფილმი რუსული მაფიის მეთაურის ბრიტანეთში დაბადებული შვილის, ალექს გადმენის შესახებ მოგვითხრობს. სერიალი 8 ეპიზოდისგან შედგება და მიშა გლენის წიგნის მიხედვით არის გადაღებული.

იმის მიუხედავად, რომ ფილმს უამრავი დადებითი შეფასება მოჰყვა, შინაარსით უკმაყოფილოა რუსეთის საელჩო, რომელიც BBC-ს "კლიშეების გავრცელებაში" ადანაშაულებს. წაიკითხეთ სრული სტატია