loader

ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე: როგორ გამოიყურებოდნენ მსახიობები "ოსკარზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე: როგორ გამოიყურებოდნენ მსახიობები "ოსკარზე"

"ოსკარის" დაჯილდოებას წლიდან წლამდე ყველა მოუთმენლად ელოდება. მათ შორის, ის ადამიანებიც, ვისთვისაც კინემატოგრაფზე მნიშვნელოვანი მოდის დიზაინია. წლის ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენაზე მსახიობები საუკეთესო დიზაინერების სამოსით პოზირებენ წითელ ხალიჩაზე და მოგვიანებით მათ გარეგნობაზე საუბარს დიდ დროს უთმობს მედიაც და სოციალური ქსელებიც.

"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალი უკვე დასრულდა. ცნობილია, ვინ მოიპოვა ჯილდო - წლის ფილმი გილერმო დელ ტოროს "წყლის ფორმაა", საუკეთესო რეჟისორი - გილერმო დელ ტორო, მსახიობ ქალებს შორის ჯილდო ერგო ფრენსის მაკდორმანდს ფილმში "სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე" შესრულებული როლისთვის, ხოლო მამაკაცების კატეგორიაში საუკეთესოდ ბრიტანელი გერი ოლდმანი დასახელდა, უინსტონ ჩერჩილის როლის შესრულებისთვის ფილმში "ჩერჩილი, მძიმე დროება".

მსახიობები სემ როკველი და ელისონ ჯენი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლებად აღიარეს. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ჰოლივუდის მსახიობები წითელ ხალიჩაზე.


ასევე დაგაინტერესებთ:


ტიფანი ჰადიშის რეაქცია, როდესაც მერილ სტრიპი დაინახა

წლის საუკეთესო ფილმი, ანიმაცია, რეჟისორი, მამაკაცი და ქალი მსახიობები - "ოსკარის" დაჯილდოების 90-ე ცერემონია

ემოციური წუთები - "ოსკარის" მფლობელი გილერმო დელ ტოროს ფილმი "წყლის ფორმა" გახდა