loader

შარლიზ ტერონმა 22 კილოგრამი მოიმატა: "თავს ვგრძნობდი ბავშვად ტკბილეულის მაღაზიაში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შარლიზ ტერონმა 22 კილოგრამი მოიმატა: "თავს ვგრძნობდი ბავშვად ტკბილეულის მაღაზიაში"

შარლიზ ტერონი ახალ ფილმში "ტალი" ჭარბწონიანი ქალის როლს ასრულებს. "დეილი მეილის" ინფორმაციით, ფილმი კინოთეატრებში მომდევნო თვიდან გამოჩნდება.

როლისთვის მსახიობს 22 კილოგრამის მომატება დასჭირდა. ტერონი ამბობს, რომ წონაში მატების გამო დეპრესია დაემართა, იძულებული იყო, ღამის 2 საათზე მაკარონი და ყველი ეჭამა.

"მსურდა, მეგრძნო, რასაც ეს ქალი გრძნობდა. წონაში მატება დამეხმარა, უკეთესად გამეგო მისი ფიქრები", - განაცხადა 42 წლის მსახიობმა. შარლიზის თქმით, იღებდა უამრავ შაქარს, ცომეულს, ბურგერებს, ტკბილ სასმელს. მისივე თქმით, 43 წლის ასაკში წონის მატება და შემდეგ კლება არც ისე იოლი საქმეა, მთელმა პროცესმა კი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიარა.

ფილმში ჩარლიზი მარლოს როლს ასრულებს. მას სამი შვილი ჰყავს, აქედან ერთი - ახალშობილია.