loader

90-იანების საქართველოში ყველაზე პოპულარული ეროტიკული დრამის, "ველური ორქიდეის" გმირების რეალური ცხოვრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

90-იანების საქართველოში ყველაზე პოპულარული ეროტიკული დრამის, "ველური ორქიდეის" გმირების რეალური ცხოვრება

ეროტიკული დრამა "ველური ორქიდეა", მიკი რურკისა და კერი ოტისის მონაწილეობით, 1989 წელს გამოვიდა ეკრანებზე. საქართველოში მსოფლიო პრემიერა ვიდეოკასეტების მეშვეობით იხილეს. მთავარი გმირის შემსრულებელი კერი ოტისი დღემდე ახსოვს ქართველ მაყურებელს. ფილმის გადაღებიდან მალევე, 1992 წელს, მიკი რურკი და კერი ოტისი დაქორწინდნენ, ერთად 6 წელი გატარეს.

მიკი რურკის მძიმე ხასიათზე არაერთხელ თქმულა ჰოლივუდში, თუმცა 2011 წელს უკვე ყოფილმა ცოლმა - კერი ოტისმა დეტალურად აღწერა მასთან თანაცხოვრება და მოძალადეობაში ამხილა. წლების განმავლობაში კერი ოტისი ებრძოდა სტრესს, რომელიც რურკთან ქორწინებაში განიცადა, ნერვულ ანორექსიასა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას. 



ავტორი: ნონო წიფურია