loader

უნიკალური კადრები ია ფარულავას არქივიდან: ქართველი მსახიობი 90-იანი წლების ჰოლივუდში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნიკალური კადრები ია ფარულავას არქივიდან: ქართველი მსახიობი 90-იანი წლების ჰოლივუდში

ია ფარულავა ჯერ გიორგი ჟდანოვის სტუდენტი, შემდეგ კი მისი თანაშემწე და ტრენერი გახდა. მათ ერთად იმუშავეს ჩეხოვის სამსახიობო მეთოდის პრინციპების განახლებაზე.

გთავაზობთ უნიკალურ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ატარებენ ტრენინგს ია ფარულავა და გიორგი ჟდანოვი, რა წერილი მიიღო ჟდანოვმა აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონისგან. ვიდეომასალაში ასევე შევიდა კადრები გიორგი ჟდანოვის 90 წლის იუბილედან, სადაც პედაგოგი ია ფარულავას ახასიათებს, ამბობს, რომ მან ზედმიწევნით იცის ამ ტექნიკის პრინციპები და ის არის მეთოდის გამგრძელებელი...

აგრეთვე საინტერესო ეპიზოდია, როცა გიორგი ჟდანოვი ია ფარულავას ჩუქნის ბროშს, როგორც მის საუკეთესო მოსწავლეს, ბრწყინვალე მსახიობსა და პედაგოგს... აღნიშნული კადრები მომზადებულია დოკუმენტური ფილმის, "რუსეთიდან ჰოლივუდში" (From Russia to Hollywood) გადაღებებისას, თუმცა ეს ეპიზოდი საბოლოო ჯამში ფილმში არ შევიდა. აღნიშნული ფილმი ჟდანოვის სტუდიის ყოფილმა სტუდენტმა, რეჟისორმა ფრედერიკ კიფმა გადაიღო. სრული სტატია წაიკითხეთ ambebi.ge-ზე.