loader

"მარტო ის ვიცი, რომ მძიმედ არის" - რა ინფორმაციას ფლობენ ირაკლი ნოზაძის მეგობრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მარტო ის ვიცი, რომ მძიმედ არის" - რა ინფორმაციას ფლობენ ირაკლი ნოზაძის მეგობრები

ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული მომღერლის, ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაჭრილის მეგობარმა, "ქუჩის ბიჭების" ერთ-ერთმა სოლისტმა პაატა ხაჩიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ აქვს. ხაჩიძის განცხადებით, ირაკლი ნოზაძეს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. დაჭრილის მეგობარი დანაშაულის ჩადენის სავარაუდო ვერსიებზე ვერ საუბრობს.

ღუდუშაურის კლინიკაში ასევე იმყოფებიან მომღერლის ოჯახის წევრები და ახლობლები, თუმცა მათ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დღეს საღამოს დაჭრეს. ის ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წერეთლის გამზირზე, მესამე კორპუსთან მოხდა. 

ავტორი: ნიკა საჯაია

ასევე იხილეთ: "სისხლისგან ვიცლები, მიშველეთო" - მომღერალი ირაკლი ნოზაძე გოგონებმა დაჭრეს?

ირაკლი ნოზაძე კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შემოიყვანეს, დაზიანებული ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვი - ექიმის პირველი კომენტარი

ერთად ვართ... არაფერი დამთავრებულა - რას ამბობდა ირაკლი ნოზაძე დაჭრამდე რამდენიმე დღით ადრე

როგორ დასრულდა ირაკლი ნოზაძის ოპერაცია? - ექიმის კომენტარი

"როგორც ვიცი, დააკავეს" - ზურა ხაჩიძე ირაკლი ნოზაძის დაჭრის ახალი დეტალებით