loader

ვალერი მელაძე ბათუმის ღამის კლუბში მოულოდნელად სცენაზე ავიდა... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვალერი მელაძე ბათუმის ღამის კლუბში მოულოდნელად სცენაზე ავიდა...

მომღერალი ვალერი მელაძე საქართველოშია. ის ბათუმში გუშინ ჩამოვიდა. მასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში რუსი მილიონერი მომღერალი ემინიც. მომღერლების საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი ბუბა კიკაბიძის კონცერტი გახლდათ. მშობლიური ქალაქი - ბათუმი სიმღერის გარეშე არ დატოვა ვალერი მელაძემ. ბუბა კიკაბიძის კონცერტიდან ის ღამის კლუბ "სოჰოს" ესტუმრა, სადაც მოულოდნელად სცენაზე ავიდა და სოფო ხალვაშთან ერთად "თბილისო" შეასრულა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი