loader

"მონა იზაურა", "მდიდრებიც ტირიან", "ველური ვარდი", "დინასტია" - როგორ გამოიყურებიან ერთ დროს ყველაზე პოპულარული სერიალების მთავარი გმირები ახლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მონა იზაურა", "მდიდრებიც ტირიან", "ველური ვარდი", "დინასტია" - როგორ გამოიყურებიან ერთ დროს ყველაზე პოპულარული სერიალების მთავარი გმირები ახლა

"მონა იზაურა" 1976 წელს გამოვიდა ტელეეკრანებზე. პირველი საპნის ოპერა, რომელიც საბჭოთა კავშირმა შეიძინა, მალე ყველაზე გაყიდვადი სერიალი გახდა ბრაზილიური სერიალების ისტორიაში. საბჭოთა კავშირში სერიალის პრემიერა 1988 წელს შედგა. იზაურას როლის შემსრულებელი ლუსელინ სანტუსი მაშინ 19 წლის იყო. "მონა იზაურას" შემდგომ მსახიობმა კიდევ 40 სერიალში ითამაშა. სანტუსი ამჟამად 61 წლისაა. ის ბუდიზმის მიმდევარია და ხშირად სტუმრობს რიოში კრიშნაიდურ ტაძარს.

ვერონიკა კასტრო სერიალების - "მდიდრებიც ტირიან" და "ველური ვარდის" გადაღებებიდან გახდა პოპულარული. ორივე სერიალში ის თავად ასრულებს სიმღერებს. მსახიობი ამჟამად 65 წლისაა. 1990 წლის შემდეგ გასართობი შოუების წამყვანია. ბოლოს ის 2010 წელს მოსკოვში ამღერდა. მსახიობს ორი შვილი ჰყავს. ის არასდროს ყოფილა ქორწინებაში.

ლინდა ევანსი, იგივე ქრისთლი ქერინგტონი ახლა 75 წლისაა. ის 1980-იანი წლების ამერიკული სერიალის, "დინასტიის" მეშვეობით გახდა პოპულარული. სერიალის გადაღებების დასრულების შემდეგ იშვიათად ჩნდებოდა ტელეეკრანზე და ძირითად დროს ფიტნესს უთმობდა.

ფილმის მეორე მთავარი გმირი ჯოან კოლინსი კი ახლა 85 წლისაა და დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია. "დინასტიის" შემდეგ მან ითამაშა ისეთ სერიალებში, როგორებიც არის "ფეხბურთელების ცოლები" და "ცუდი გოგოები". აღსანიშნავია, რომ "დინასტიის" დროს მსახიობებიდან ყველაზე მაღალი ანაზღაურება მას ჰქონდა. ჯოანს ყოველ წელს იღებენ ფილმებში. დღეს ის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალ მსახიობად ითვლება ბრიტანეთში.



ავტორი: ნინო წიფურია