loader

"ვერის უბნის მელოდიები" - ნაწყვეტები განახლებული მიუზიკლის ბათუმური პრემიერიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერის უბნის მელოდიები" - ნაწყვეტები განახლებული მიუზიკლის ბათუმური პრემიერიდან

"თიბისი ბანკის" 20 წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, 11 აგვისტოს, საღამოს 20:00 საათზე, ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში მიუზიკლის - "ვერის უბნის მელოდიების" თანამედროვე ვერსიის პრემიერა გაიმართა.

მასშტაბური თეატრალური სანახაობის რეჟისორი მსოფლიოში ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფი რედა ბენტიფორია, რომელსაც სხვადასხვა დროს უმუშავია ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ელტონ ჯონი, დაიანა როსი, ვანესა პარადისი, მაიკლ ჯექსონი.

სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელი და ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორია ნიკოლოზ რაჭველი, ხოლო დამდგმელი მხატვარი და სცენოგრაფი არგენტინელი - სანტიაგო ფერნანდესი. მიუზიკლში გამოყენებულია ილიკო სუხიშვილის ქორეოგრაფია.

თანამედროვე "ვერის უბნის მელოდიებში" სოფო ნიჟარაძე, სამორი ბალდე, ნოდიკო ტატიშვილი და ბუბა კიკაბიძე მონაწილეობენ.

ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში მიუზიკლი "ვერის უბნის მელოდიები" 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შემოდგომაზე კი მიუზიკლის პრემიერა თბილისში გაიმართება.