loader

"გრძელი ნათელი დღეები" - ქართული ფილმის პრემიერა ბერლინალეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გრძელი ნათელი დღეები" - ქართული ფილმის პრემიერა ბერლინალეზე

ბერლინალეს ფორუმის ოფიციალურ პროგრამაში ქართულ-გერმანულ-ფრანგული კინოპროდუქციის, "გრძელი ნათელი დღეების" პრემიერა შედგება. კინოსურათის ევროპულ პრემიერამდე ქართველმა რეჟისორმა ნანა ექვთიმიშვილმა, მეუღლესთან და ფილმის მეორე რეჟისორთან, სიმონ გროსისტთან ერთად საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში პრესკონფერენცია გამართა.

ჟურნალისტებთან შეხვედრას კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორი და მთავარი როლის შემსრულებლები ესწრებოდნენ.

ფილმში მოქმედება გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში ვითარდება და ფილმის მთავარი პერსონაჟები თოთხმეტი წლის გოგონები – ეკა და ნათია არიან.

ბერლინალე თებერვალში გაიმართება.