loader

ცეკვა ექსპრომტად - რატომ იცეკვეს სუხიშვილებმა უკრაინული ტურნეს დასაწყისში კოსტიუმების გარეშე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცეკვა ექსპრომტად - რატომ იცეკვეს სუხიშვილებმა უკრაინული ტურნეს დასაწყისში კოსტიუმების გარეშე?

ქართული ნაციონალური ბალეტის საგასტროლო ტურნე უკრაინაში 30 იანვარს დაიწყო, მაგრამ  "სუხიშვილების" პირველი კონცერტი ჩერნიგოვში კინაღამ ჩაიშალა. ამის მიზეზი აეროპორტის დაუდევრობა გახდა, რომელმაც "სუხიშვილებს" ძვირადღირებული კოსტიუმებით სავსე 26 ჩემოდანი დაუკარგა. უკრაინულმა ტელეკომპანია ТСН-მა ჩერნიგოვში ექსპრომტად გამართულ კონცერტს სიუჟეტი მიუძღვნა.

"ნატურალური აბრეშუმისგან შეკერილი კაბები, მამაკაცის სამოსელი უნიკალური გაფორმებით და რაც მთავარია რეკვიზიტები, რომელიც ცეკვას გასაოცარ შოუდ ქმნის. თუმცა გამოცდილმა ხელოვანებმა - ნინო და ილია სუხიშვილებმა ჩერნიგოველი მაყურებლისთვის შოუს მოწყობა მაინც მოახერხეს. მაყურებელმა ანსამბლის გამოსვლა ხანგრძლივი და მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა" - იუწყება ტელეკომპანიის ჟურნალისტი.

"მთელი კონცერტი ექსპრომტად გავაკეთეთ. სანამ გავარკვიეთ, რა გვაკლდა, რომელი კოსტიუმები არ გვქონდა, ბევრი სცენაზე ვერ გავიდა, ვინაიდან მათ ჩასაცმელი არ ჰქონდათ. თუმცა მაინც გამოვედით ამ მდგომარეობიდან, ექსტრემალური საღამო იყო", - ამბობს ნინო სუხიშვილი.

კონცერტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჩემოდნები იპოვეს და სუხიშვილები მომდევნო კონცერტებზე უკვე სრული შემადგენლობით გავლენ.