loader

"ერისიონი" სტავროპოლში - აპლოდისმენტები და შეძახილები - "საქართველო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერისიონი" სტავროპოლში - აპლოდისმენტები და შეძახილები - "საქართველო"

სტავროპოლის კულტურისა და სპორტის სასახლეში 7 მარტს "ერისიონის" კონცერტი გაიმართა. სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის თითქმის ორსაათიან საღამოს ესწრებოდა როგორც რუსი, ასევე სტავროპოლში მცხოვრები ქართველი მაყურებელი, რომლებიც აღფრთოვანებითა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდნენ ქართულ ხალხურ ცეკვასა და სიმღერას.

ვიდეო სახელწოდებით "Эрисиони Ставрополь" 7 მარტს განათავსა youtube-ზე მომხმარებელმა omari theGeorgian.

"ერისიონი" რუსეთში 4 მარტს გაემგზავრა. რუსული ტურნეს ფარგლებში, სახელმწიფო ანსამბლი კონცერტებს რუსეთის ქალაქებში: როსტოვში, კრასნოდარში, სტავროპოლსა და მოსკოვში მართავს. "ერისიონი" დასკვნით ორ კონცერტს მოსკოვში, კრემლის საკონცერტო დარბაზში 9 და 10 მარტს ჩაატარებს.

ასევე იხილეთ: "ნუ იტაშფანდურებთ კრემლში" - პროტესტი "ერისიონის" კრემლში დაგეგმილ კონცერტს