loader

პატრიარქის "ავე მარია" - ნაწარმოების ახალი ვერსიის პრემიერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქის "ავე მარია" - ნაწარმოების ახალი ვერსიის პრემიერა

4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის 80 წლის იუბილის აღსანიშნავად, ფონდ "იავნანას" ორგანიზებით ფილარმონიაში კონცერტი გაიმართა. მასში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საოპერო თეატრებში მოღვაწე ქართველმა მომღერლებმა მიიღეს.

საღამოზე სხვა ნაწარმოებებთან ერთად, საკონცერტო დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ პირველად მოისმინა კომპოზიტორ ნიკოლოზ რაჭველის მიერ ახლებურად აჟღერებული პატრიარქის საგალობელი "ავე მარია". ნაწარმოები პაატა ბურჭულაძემ, იანო ალიბეგაშვილმა, ნატო მეტონიძემ, ანსამბლ "მძლევარის" ბიჭებმა კაპელასთან და ორკესტრთან ერთად შეასრულეს.

ასევე იხილეთ: ჩემი ჯანმრთელობაც მისთვის იყოს და სიცოცხლეც - პატრიარქი კლასელმა დალოცა