loader

"სიყვარული აქცენტით" - ქართველი და რუსი მსახიობები რეზო გიგინეიშვილის ფილმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიყვარული აქცენტით" - ქართველი და რუსი მსახიობები რეზო გიგინეიშვილის ფილმში

"სიყვარული აქცენტით" - ასე ჰქვია რუსეთში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის ქართულ-რუსულ ფილმს, რომლის კინოპრემიერა მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

ფილმში მთავარ როლებს რუსი და ქართველი მსახიობები ასრულებენ: სვეტლანა ბონდარჩუკი, ნადეჟდა მიხალკოვა, ანა მიხალკოვა, ნიკიტა ეფრემოვი, დუტა სხირტლაძე, გიორგი ყიფშიძე, სოფო ნიჟარაძე, გია გოგიშვილი, გია ჯაფარიძე, თამარ სხირტლაძე, მერაბ ნინიძე, ონისე ონიანი, ვახტანგ კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე და სხვები.

შვიდი ნოველა, რომელიც ერთ დიდ ირონიულ კომედიაში ერთიანდება, იმის შესახებაა, რომ სიყვარულს საზღვრები არ აქვს, არც ნიშნები, არც ეროვნება. შვიდი ნამდვილი ზღაპარი იმის შესახებ, რომ როდესაც ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ, ისინი ან იდიოტები ხდებიან, ან ჯადოქრები... ან ორივე ერთად.