loader

"მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" - ქართული ფილმი 13 ადამიანური ისტორიით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" - ქართული ფილმი 13 ადამიანური ისტორიით

გერმანიაში, ლაიფციგის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე (DOK Leipzig), რეჟისორ თინათინ გურჩიანის ფილმის "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" პრემიერა გაიმართა. ლაიფციგში წარმატებას ორიოდე კვირაში ამსტერდამის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA) მიწვევა და კვლავ წარმატება მოჰყვა. ფილმი საუკეთესო დებიუტის, ახალგაზრდებისთვის შექმნილი საუკეთესო ფილმისა და მაყურებლის პრიზის ნომინაციებზე წარადგინეს და აშშ-ში "სანდენსის" ცნობილ ფესტივალზეც მიიწვიეს.

"მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" არის კინოში გადაღების მსურველთა ჩანაწერებით შექმნილი ფილმი, სადაც თითოეული გმირი რეალურია და თავის ამბავს მოგვითხრობს. კასტინგში მონაწილენი ცდილობენ რეჟისორი დაარწმუნონ, რომ მათი ამბავი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. ფილმის გმირები არიან: პატარა ბიჭი, რომელიც აჭარის მთიან სოფელში, ხელმოკლე გლეხის ოჯახში ცხოვრობს და ლამაზ მომავალზე ოცნებობს; ახალგაზრდა კაცი, რომელიც ცდილობს, ციხეში დიდი ხნით ტუსაღობისთვის განწირულ ძმას მომავლის იმედი დაუბრუნოს... ფილმი 13 ჩანაწერისგან შედგება. 13 ადამიანი სულისშემძვრელად, მხიარულად ან უბრალოდ საინტერესოდ მოგვითხრობს თავისი ცხოვრების შესახებ.


იხილეთ სრულად "კვირის პალიტრის" სტატია: "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს"