loader

საპნის ოპერიდან ვარსკვლავობამდე - ლეონარდო დიკაპრიოს კარიერა "სანტა ბარბარადან" დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპნის ოპერიდან ვარსკვლავობამდე - ლეონარდო დიკაპრიოს კარიერა "სანტა ბარბარადან" დაიწყო

ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო არაერთ გახმაურებულ ფილმში გვინახავს. იგი რვაჯერ იყო ნომინირებული "ოქროს გლობუსზე" და გახდა კიდეც ჯილდოს მფლობელი ფილმ "ავიატორში" შესრულებული როლისთვის. ამასთან, სამჯერ იყო წარდგენილი "ოსკარზე", თუმცა ეს პრესტიჟული ჯილდო ჯერჯერობით არ მოუპოვებია.

ამ დამსახურებების ფონზე, ცოტამ თუ იცის, რომ დიკაპრიოს კინოდებიუტი სერიალ "სანტა ბარბარაში" შედგა. 80-90-იანი წლების ყველაზე პოპულარული საპნის ოპერა 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ლეონარდო დიკაპრიო სერიალში 1990 წელს გამოჩნდა და მეისონ კეპველის ბავშვობას ასახიერებდა. მან სერიალის 5 ეპიზოდში ითამაშა.