loader

"კომა" - რეალურ ამბავზე დაფუძნებული ახალი ქართული ფილმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კომა" - რეალურ ამბავზე დაფუძნებული ახალი ქართული ფილმი

საქართველოს კინოთეატრებში მალე ახალი ქართული ფილმის პრემიერა შედგება. "კომა" - ასე ჰქვია რეჟისორ არჩილ ქავთარაძის ფილმს, რომელიც რეალურ ამბებზეა დაფუძნებული. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის, ტიტე გოგიას ისტორიას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ციხეში ხვდება.

ციხეში ტიტე მისთვის სრულიად ახალ რეალობას აღმოაჩენს: პატიმრების მიმართ არაადამიანური და ცინიკური მოპყრობა მის მდგომარეობას დიდ დაღს ასვამს.

პარალელურად, ისტორია საავადმყოფოში ვითარდება, სადაც ავარიის მსხვერპლნი წვანან. ერთ-ერთი მათგანი კომაშია. ტიტეს ბედი სწორედ მათ გამოჯანმრთელებაზეა დამოკიდებული.