loader

მონიკა ბელუჩისა და რობერტ დე ნიროს "სიყვარულის ინსტრუქცია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მონიკა ბელუჩისა და რობერტ დე ნიროს "სიყვარულის ინსტრუქცია"

ცნობილ მსახიობებს, მონიკა ბელუჩისა და რობერტ დე ნიროს იტალიურ ფილმში - "სიყვარულის ინსტრუქცია" იღებენ.

ფილმს იტალიელი მწერლის, ჯოვანი ვორონეზის წიგნის მიხედვით იღებენ. ამ მწერლის 2 ნაწარმოების - "სიყვარულის სასწავლო წიგნი" (2005) და "სიყვარულის სასწავლო წიგნი: ამბები" (2007) - ეკრანიზაცია უკვე არსებობს.

"სიყვარულის ინსტუქცია" ხელოვნების ისტორიის პროფესორის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც წარმოშობით ამერიკელია. ის ცოლს გაეყარა და საცხოვრებლად რომში გადასვლა გადაწყვიტა, სადაც თავისი სახლის კარისკაცის ქალიშვილი გაიცნო და მისმა ცხოვრებამ ახალი აზრი შეიძინა.

ფილმის პრემიერა 9 ივნისისთვის არის დაგეგმილი.


საინფორმაციო პორტალი ამბები.გე