loader

ადრიანა ლიმამ თურქულ შოუში ლამბადა იცეკვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადრიანა ლიმამ თურქულ შოუში ლამბადა იცეკვა

ბრაზილიელმა სუპერმოდელმა არდიანა ლიმამ თურქულ ტელე-შოუში - "ცეკვები ვარსკვლავებთან" მიწვეული სტუმრის სტატუსით ლამბადა იცეკვა. ნომრის მოსამზადებლად ტოპ-მოდელს სულ რაღაც ორიოდე საათი ჰქონდა. თუმცა, მან ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი.

ცეკვის გარდა, სუპერმოდელს კრივის ნიჭიც აღმოაჩნდა. ამ დღეებში ის მაიამიში რინგზე ყოფნის დროს გადაიღეს. მოდელი მოკრივე დინო სპენსერს შეებრძოლა. აღსანიშნავია, რომ რინგზე მოდელი აშკარად უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს, ვიდრე საცეკვაო სცენაზე.

30 წლის ბრაზილიელი მოდელის კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც მან Victoria`s Secret-ის ფოტოსესიისთვის ანგელოზის ფრთები პირველად მოირგო.

15 წლის ასაკში ლიმამ "ბრაზილიის სუპერმოდელის" კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა, მომდევნო წელს კი "მსოფლიოს სუპერმოდელის" კონკურსში მეორე ადგილი მოიპოვა. მაშინ მან ნიუ-იორკის პრესტიჟულ სააგენტო Elite Model-თან კონტრაქტი გააფორმა.

2005 წლიდან ლიმა Forbes-ის რეიტინგში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგების პირველ ხუთეულშია. ადრიანა სერბ კალათბურთელ მარკო იარიჩზეა დაქორწინებული.


საინფორმაციო პორტალი ამბები.გე