loader

სილამაზე მემკვიდრეობით - მირანდა კერიმ დედასთან და ბებიასთან ერთად იპოზიორა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სილამაზე მემკვიდრეობით - მირანდა კერიმ დედასთან და ბებიასთან ერთად იპოზიორა

როგორც ჩანს, მოდელ მირანდა კერის სილამაზე გენეტიკურია. მირანდამ დედასთან და ბებისთან ერთად ჟურნალ Australia's Women's Weekly- სთვის იპოზიორა.

ფოტოსესიაზე მოდელს გვერდს 75 წლის მომხიბვლელი ბებია - ანა და დედა - ტერეზა უმშვენებს. საზოგადოებამ ახლა უკვე იცის, ვისი დამსახურებაა მირანდას მომაჯადოებელი სილამაზე.

ფოტოსესიაზე მირანდას დედამ და ბებიამ საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრეს. მირანდას ბებია 13 წლის იყო, როდესაც დედა დაკარგა და ეს მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრაგედია იყო.

"ის საავადმყოფოში წაიყვანეს და შინ ცოცხალი არ დაბრუნებულა. დედაჩემი მხოლოდ 32 წლის იყო, მე კი სრულიად პატარა, 13 წლის. ბოლო სიტყვა - ნახვამდის ტაქსიში ვუთხარი, რომელმაც ის საავადმყოფოში წაიყვანა. უკანასკნელად დედა მაშინ ვნახე. მამა აღარ დაქორწინებულა", - განაცხადა მან.

მოდელის თქმით, დედისა და ბებიის ძლიერი ხასიათით ძალიან ამაყობს.

"დედა და ბებია ყველაზე ძლიერი ადამიანები არიან მათ შორის, ვინც კი მინახავს. დედასთან ახლო ურთიერთობა მაქვს და ცხოვრება მის გარეშე ვერ წარმომიდგენია", - განაცხადა მოდელმა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე