loader

სუპერმოდელი ჰეიდი კლუმი ამღერდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუპერმოდელი ჰეიდი კლუმი ამღერდა

ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ჰეიდი კლუმი ამღერდა. TURN UP THE NIGHT - ასე ეწოდება კომპოზიციას, რომელიც საზოგადოებას 38 წლის მრავალშვილიანმა დედამ წარუდგინა. უცხოურ მედიაში კლუმი ამ პერფორმანსით კორტნი ლავსაც კი შეადარეს. ჰეიდის კლიპის რეჟისორი ცნობილი ფოტოგრაფი ჯონ რინკინია.

ეს მოდელის მუსიკალური დებიუტი არ არის. 2006 წელს მან ჩაწერა სინგლი - Wonderland. გარდა ამისა, მას კარაოკე-წვეულებებზე არაერთხელ უმღერია ყოფილ მეუღლესთან ერთად.

განქორწინების შემდეგ ჰეიდი გამუდმებით ცდილობს, პრესის ყურადღება მიიპყროს. მან ახლახან Hunger-ისთვის ეროტიკული ფოტოსესია მოაწყო.

ასევე იხილეთ:
- ჰაიდი კლუმი Allure-სთვის პოზირებს

- ჰაიდი კლუმი ჟურნალისთვის მაკიაჟის გარეშე პოზირებს
- სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი მომღერალ ქმარს დაშორდა

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე