loader

Coldplay-ს სოლისტი კრის მარტინი სცენიდან გვინეტ პელტროუს საკოცნელად ჩავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Coldplay-ს სოლისტი კრის მარტინი სცენიდან გვინეტ პელტროუს საკოცნელად ჩავიდა

მაიამიში, ჯგუფ Coldplay-ს კონცერტის მსვლელობისას, ჯგუფის სოლისტი კრის მარტინი მოულოდნელად სცენიდან ჩამოხტა და ხალხში იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც თავისი მეუღლე, ოსკაროსანი მსახიობი გვინეტ პელტროუ ეგულებოდა. გაოცებულ მეუღლეს მან ათასობით მაყურებლის თვალწინ აკოცა და სცენაზე დაბრუნდა.

ეს საქციელი არამარტო მაყურებლისთვის, პელტროუსთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა. წყვილი ცნობილია იმით, რომ ურთიერთობას არასოდეს ასაჯაროებენ. 39 წლის გვინეტი და 35 წლის კრისი წითელ  ხალიჩაზე ერთად პოზირებასაც კი ერიდებიან.

იხილეთ:

- რიანას და ქოლდფლეის პირველი დუეტი - Princess Of China

- გვინეტ პელტროუ Harper's Bazaar-ის ფოტოსესიაში