loader

პენელოპა კრუსის უმცროსი და საცვლების ბრენდის სექსუალურ ფოტოსესიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პენელოპა კრუსის უმცროსი და საცვლების ბრენდის სექსუალურ ფოტოსესიაში

ჰოლივუდში მოღვაწე ესპანელი მსახიობის, პენელოპა კრუსის უმცროს დას, მონიკას ცნობილი დის ჩრდილქვეშ ყოფნა მობეზრდა. პროფესიით ასევე მსახიობი და მოდელი მონიკა ცდილობს, საზოგადოებას საკუთარი შესაძლებლობები უჩვენოს.

ცოტა ხნის წინ მან ქალის თეთრეულის მწარმოებელი ბრიტანული კომპანია Agent Provocateur-ის სარეკლამო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

ფოტოსესიას, რომელიც "რომანტიკული გოთიკის" სტილშია გადაწყვეტილი, "გამოაჩინე შენი ნამდვილი მე" უწოდეს.

ფოტოებზე მონიკას Agent Provocateur-ის ბოლო კოლექციის სექსუალური საცვლები ამშვენებს. მოდელი გოთიკურ სასახლეში გამომწყვდეულ ლამაზმანს ასახიერებს.