loader

ჟიზელ ბუნდჰენმა რიოს კარნავალზე სამბა იცეკვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟიზელ ბუნდჰენმა რიოს კარნავალზე სამბა იცეკვა

ოქროსფერ კაბაში გამოწყობილმა ცნობილმა მოდელმა ჟიზელ ბუნდჰენმა ბრაზილიის კარნავალზე, ქუჩაში მოძრავ უზარმაზარ პლატფორმაზე სამბა იცეკვა.

რიოს კარნავალში ჟიზელი ადრეც ხშირად მონაწილეობდა, თუმცა აქამდე მხოლოდ მაყურებლის სტატუსით. ახალი ამპლუა მოდელს ძალიან მოუხდა. ჟიზელთან ერთად შოუში დედამისმა და მულებმა - ნენსიმ და ჯულიმ მიიღეს მონაწილეობა. მათ ცეკვა წარმოდგენამდე ერთ დღით ადრე ისწავლეს.

კარნავალს მოდელის მეუღლე - ამერიკელი ფეხბურთელი ტომ ბრედიც ესწრებოდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ფეხზე გადატანილი ოპერაციის გამო მაყურებლის სტატუსს დასჯერდა, თუმცა ჟიზელმა მას მოწყენის უფლება არ მისცა. ცეკვის შემდეგ მოდელმა სპორტული მაისური ჩაიცვა და მეუღლეს ცეკვა აიძულა.