loader

პენელოპა კრუსი ამღერდა - პირველი სიმღერა და კლიპი Decirnos Adiós - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პენელოპა კრუსი ამღერდა - პირველი სიმღერა და კლიპი Decirnos Adiós

პენელოპა კრუსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის ნიჭს საზღვარი არ აქვს. 38 წლის მსახიობმა რამდენიმე ფილმში თავისი ვოკალური შესაძლებლობები გამოავლინა (მიუზიკლი Nine და პედრო ალმოდოვარის დრამა Volver), თუმცა ამჯერად სიმღერას უფრო სერიოზულად მოეკიდა - კრუსმა ლათინური "გრემის" მფლობელ ესპანელ მომღერალთან, მიგელ ბოსესთან დუეტი ჩაწერა და კლიპიც გადაიღო. Decirnos Adiós (დამშვიდობება) - ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ოსკაროსან მსახიობს ძმამ, მომღერალმა და კომპოზიტორმა ედუარდო კრუსმა დაუწერა.


იხილეთ:

- პენელოპას "ცრურწმენები" - ესპანელი ლამაზმანის ცეცხლოვანი ფოტოსესია

- მომხიბვლელი პენელოპა კრუსი "სუპერ მარიოს" როლში