loader

28 წლის კონკურსანტმა არაჩვეულებრივი ვოკალით ამერიკული Voice-ის ჟიური გააოგნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

28 წლის კონკურსანტმა არაჩვეულებრივი ვოკალით ამერიკული Voice-ის ჟიური გააოგნა

ამერიკული Voice-ის მეოთხე სეზონში ჟიურიმ არაერთი კარგი შემსრულებელი იხილა, თუმცა 28 წლის ჯუდიტ ჰილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს ჯუდიტის პირველი გამოსვლა არაა ფართო აუდიტორიის წინაშე. 2009 წელს ის მაიკლ ჯექსონის ბექ-ვოკალისტად აირჩიეს და მასთან ერთად ტურნეში - This Is It იღებდა მონაწილეობას. ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ კი მან მომღერლის გამოსამშვიდობებელ საღამოზე იმღერა და მთელი მუსიკალური სამყარო აალაპარაკა. თუმცა ჯუდიტი სცენიდან გაუჩინარდა და მხოლოდ ახლა გადაწყვიტა დაბრუნება ამერიკული Voice-ის წყალობით.

ჯუდიტს ჟიურის ოთხივე წევრი შემოუბრუნდა, მათ შორის ორი - აშერი და ადამ ლევინი - პირველივე აკორდებზე. ადამი იმდენად აღფრთოვანდა, რომ სკამზეც კი ავიდა. საბოლოოდ ჯუდიტმა არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერა.

იხილეთ: ამერიკული The Voice-ის ვარსკვლავურმა ჟიურიმ სცენაზე "ცეცხლი დაანთო"