loader

"რომეო და ჯულიეტას" უკვდავი მელოდია და კოლეგაზე "შემხტარი" რიკი მარტინი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რომეო და ჯულიეტას" უკვდავი მელოდია და კოლეგაზე "შემხტარი" რიკი მარტინი

ავსტრალიაში მიმდინარე Voice-ის ბრმა ქასთინგზე 30 წლის ლუკ კენედი გამოვიდა, რომელმაც კინოფილმი "რომეო და ჯულიეტას" უკვდავი მელოდია, ნინო როტას Un Giorno Per Noi / A Time For Us შეასრულა. საოცარმა ხმამ და არაჩვეულებრივმა შესრულებამ ჟიურის წევრები გააოცა, ოთხივე მათგანი მალევე შემოუბრუნდა კონკურსანტს და კომპლიმენტები არ დაიშურეს მის მიმართ.

განსაკუთრებით ემოციური იყო რიკი მარტინი, რომელმაც მომღერალს პირობა მისცა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ლუკ კენედის უმაღლეს მწვერვალზე აიყვანს. ლუკმა არჩევანი სწორედ მარტინზე შეაჩერა, რამაც პუერტორიკოელი ვარსკვლავი ისე გაახარა, რომ ემოციისგან კოლეგა სილს შეახტა.