loader

ოთო ნემსაძემ უკრაინელების გულები დაიპყრო - ქართველი Voice-ის ნახევარფინალშია! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოთო ნემსაძემ უკრაინელების გულები დაიპყრო - ქართველი Voice-ის ნახევარფინალშია!

უკრაინაში Voice-ის პირველი ლაივ-შოუ გაიმართა, სადაც სხვა კონკურსანტებთან ერთად, ორი ქართველი მომღერალი - ოთო ნემსაძე და მიკაელ კილაძეც წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. ოთომ უკრაინული სიმღერა Ой, чий то кінь стоїть იმღერა და დიდი მოწონება დაიმსახურა. მწვრთნელი სვიატოსლავ ვაკარჩუკი იმდენად აღელდა, რომ სიმღერის დროს ცრემლებს ვერ იკავებდა, დარბაზი კი განუწყვეტლივ სკანდირებდა ოთოს სახელს.

ვაკარჩუკი რთული გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდა - მისი ოთხი კონკურსანტიდან მხოლოდ ორი უნდა გასულიყო ნახევარფინალში. მაყურებელმა მომდევნო ტურში კრისტინა სოლოვი გადაიყვანა, ხოლო მწვრთნელმა მიკაელ კილაძეს, ბლეზ მალაბას და ოთო ნემსაძეს შორის არჩევანი ოთოზე შეაჩერა.


ასევე იხილეთ:

ოთო ნემსაძის Jesus Christ Superstar - საგზური უკრაინული Voice-ის მორიგ ტურში

ოთო ნემსაძე უკრაინული Voice-ის რინგზე! - ეს უნდა მოისმინოთ!

ოთო ნემსაძემ უკრაინულ Voice-ში ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე