loader

А'Студио თბილისში - ქეთა თოფურია სცენაზე, სადაც ყველაფერი დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

А'Студио თბილისში - ქეთა თოფურია სცენაზე, სადაც ყველაფერი დაიწყო

რვა წლის შემდეგ ქეთა თოფურია კვლავ საქართველოს სცენაზე დგას. ჯგუფი "ა სტუდიოს" კონცერტი 11 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა, სწორედ იმ ადგილას, სადაც ქეთა თოფურიას კარიერა დაიწყო. კონცერტს, ჯგუფის ფანების გარდა, ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები და ქეთას მეგობრები ესწრებოდნენ.

ახალი სიმღერები და ძველი, კარგად ნაცნობი ჰიტები - 2 საათის განმავლობაში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში "ა სტუდიოს" მელოდიები ისმოდა.

ქართულ ნაციონალურ ტანისამოსში გამოწყობილმა ქეთა თოფურიამ მთელი დარბაზი ააცეკვა და კონცერტის დასრულების შემდეგ ბისზეც შეასრულა სიმღერა, ქართველ მაყურებელს დაემშვიდობა, თუმცა უახლოეს მომავალში კვლავ შეხვედრას დაპირდა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე