loader

რატომ იხდიან გოგონები კონსტანტინე მელაძის თვალწინ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ იხდიან გოგონები კონსტანტინე მელაძის თვალწინ?

6 სექტემბერს НТВ-ზე ახალი ტალანტ-შოუს, Хочу в ВИА Гру-ს ("ვიაგრაში მინდა") პრემიერა შედგება. სუპერწარმატებულ კოლექტივში მოსახვედრად შანსი ნებისმიერ გოგონას ეძლევა. ვინ იქნება ჯგუფის წევრი, - ამას უკვე მაყურებელი გადაწყვეტს.

შოუს ავტორები კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე და უკრაინელი კლიპმეიკერი ალან ბადოევი არიან. წამყვანები მსახიობი და პროდიუსერი ვლადიმირ ზელენსკი და "ვიაგრას" ყოფილი წევრი ვერა ბრეჟნევა იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ "ძველი" "ვიაგრას" დახურვის შემდეგ კონსტანტინე მელაძემ НТВ-ზე რამდენიმე თვის წინ გააკეთა განცხადება ამავე სახელით ახალი ჯგუფის შექმნის სურვილის შესახებ.

პროექტში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლო და თუ კასტინგებზე გოგონებს სარედაქტორო ჯგუფი არჩევდა, ფინალურ კასტინგზე მისულებს უკვე კონსტანტინე მელაძე შეაფასებს. მას ამაში დაეხმარებიან მსახიობი იგორ ვერნიკი და ჯგუფ "ვიაგრას" ყოფილი წევრები - ალბინა ჯანაბაევა, ალიონა ვინიცკაია, ანა სედაკოვა, ნადეჟდა მეიხერი, მესედა ბაგაუდინოვა და სანტა დიმოპოულოსი. კასტინგების შემდეგ ჯგუფ "ვიაგრას" ყოფილი ექვსი წევრი მონაწილეების ხელმძღვანელი გახდება.

ასევე იხილეთ:

რეალითი შოუ "Хочу в ВИА Гру" - რას აკეთებენ გოგონები სკანდალურ ჯგუფში მოსახვედრად

როგორ არჩევდნენ გოგონებს ჯგუფ "ვიაგრასთვის" - კადრები ქასთინგიდან