loader

ისრაელში მადონას კონცერტზე ვიდეოკლიპში ჰიტლერი და სვასტიკა გამოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელში მადონას კონცერტზე ვიდეოკლიპში ჰიტლერი და სვასტიკა გამოჩნდა

მასშტაბური მსოფლიო ტურნე MDNA პოპის დედოფალმა ისრაელით დაიწყო. პირველივე კონცერტზე მადონამ სიმღერა Nobody Knows Me (არავინ მიცნობს მე) სკანდალური ვიდეორგოლის ფონზე წარმოადგინა.

შესრულების დროს მომღერლის ზურგსუკან ნაჩვენებ კლიპში მადონას სახე პოლიტიკურ მოღვაწეთა ვიზუალით იცვლებოდა. მათ შორის, გამოჩნდა ჰიტლერი სვასტიკით შუბლზე, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გენერალისიმუსის ფორმით, ბარაკ ობამა, ბინ ლადენი, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი. ასევე - ავღანეთის ომში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცები.

იხილეთ: მადონამ გრანდიოზული მსოფლიო ტურნე ისრაელიდან დაიწყო
ასევე იხილეთ:
მადონამ საკუთარ მენეჯერს სახეზე ტორტი შეაზილა
მადონამ სკანდალური "კოცნა ქალთან" გაიმეორა
მადონას დუეტი სკანდალურ უკრაინულ ჯგუფ "კაზაკებთან"