loader

დენიელ კრეიგი 2012 წლის ყველაზე მოდურად ჩაცმული მამაკაცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დენიელ კრეიგი 2012 წლის ყველაზე მოდურად ჩაცმული მამაკაცია

მამაკაცების ჟურნალმა GQ-მ წლის ყველაზე მოდურად ჩაცმულ მამაკაცთა რეიტინგი გამოაქვეყნა. 2012 წელს ამ სიის სათავეში ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი, მსახიობი დენიელ კრეიგი მოექცა. ეს არავის გაკვირვებია, ვინაიდან მოდის კრიტიკოსებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ კრეიგი ისევე გემოვნებით და დახვეწილად იცვამს, როგორც მისი პერსონაჟი აგენტი 007.

მეორე ადგილი ზაკ ეფრონმა დაიკავა. მსახიობს, როგორც წითელ ხალიჩაზე, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ გემოვნებით აცვია, რაც ჟურნალის რედაქციას არ გამორჩენია.

"ბრინჯაო" დევიდ ბექჰემმა მიიღო. სპორტსმენი, რომლის სახელი უკვე წლებია, მოდას უკავშირდება, მესამე ადგილს დასჯერდა.

2012 წლის ყველაზე მოდურად ჩაცმულ მამაკაცთა ტოპ-ათეულში ასევე მოხვდნენ: ევან მაკგრეგორი, რობერტ პატინსონი, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი და ნიკ ჯონასი.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე