loader

Spice Girls-ის გრანდიოზული დაბრუნება ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის დახურვაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Spice Girls-ის გრანდიოზული დაბრუნება ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის დახურვაზე

ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია გაიმართა 12 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში.

90-იან წლებში პოპულარული ბრიტანული ჯგუფის გრანდიოზული დაბრუნება ლონდონის ზაფხულის 2012 წლის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალის მთავარ მოვლენად იქცა.

ჯგუფმა გამოსვლა თავისი ყველაზე ცნობილი ჰიტით, Wannabe-თი დაიწყო. ვიქტორია ბექჰემი, ჯერი ჰოლიველი, მელ ბი, მელ სი და ემა ბანტონი - გოგონებმა სცენაზე ისეთივე ცეცხლი დაანთეს, როგორც ამას წლების წინ, მათი ყოველი გამოსვლის დროს აკეთებდნენ.

აუდიტორია მონატრებულ ჰიტებს სიმღერითა და ცეკვით აჰყვა. მათ შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი და ლონდონის მერი ბორის ჯონსონი.

იხილეთ:

- ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის საუკეთესო მომენტები

- ლონდონის ოლიმპიადის ოფიციალური ჰიმნის ვიდეორგოლი, რომელიც გამარჯვებას მოგანდომებთ