loader

"კუტუნიოს ალბათ, ეძინა და არ მოეწონა, რომ გააღვიძეს" - ვალერი მელაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კუტუნიოს ალბათ, ეძინა და არ მოეწონა, რომ გააღვიძეს" - ვალერი მელაძე

მომღერალმა ვალერი მელაძემ "ახალი ტალღის" მეორე საკონკურსო ტურზე სალომე ქათამაძის და დუეტ "ჯორჯიას" გამოსვლა შეაფასა. "ძალიან რთული სიმღერა იყო. "ჯორჯია" ძალიან ძლიერი დუეტია, სალომეც შესანიშნავად მღერის. მათი გამოსვლა პროფესიონალებმა უმაღლესი ქულებით შეაფასეს. ყველა აღფრთოვანებულია. რაც შეეხება კუტუნიოს, მას ამ სიმღერაზე ალბათ, ეძინა, გაეღვიძა და არ მოეწონა, რომ გააღვიძეს. ერთადერთი, რაც შემიძლია სალომეს ვურჩიო, ცოტა მარტივი კომპოზიცია შეარჩიოს", - აღნიშნა მელაძემ.

სალომე ქათამაძემ მეორე ტურში დუეტ "ჯორჯიასთან" ერთად ქართული სიმღერების პოპური შეასრულა. ჟიურის ცხრა წევრმა მას უმაღლესი 11 ქულა დაუწერა. ლეონიდ აგუტინმა ქართველ მომღერლებს 10 ქულა, ტოტო კუტუნიომ კი - 8 ქულა მიანიჭა.

იხილეთ:

ვალერი მელაძე და ბიტბოქსერი ვახტანგი იურმალას სცენაზე


სალომე ქათამაძე და დუეტი "ჯორჯია" - "ახალი ტალღის" მეორე საკონკურსო დღე



იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე