loader

ვალერი მელაძემ ივან ურგანტის შოუში სადღეგრძელოები ყანწით შესვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვალერი მელაძემ ივან ურგანტის შოუში სადღეგრძელოები ყანწით შესვა

8 მარტს მოსკოვში ვალერი მელაძე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტს გამართავს. მანამდე კი მომღერალი ივან ურგანტის შოუს სტუმრობდა.

საუბრისას ურგანტმა მელაძეს უთხრა, რომ თითოეული მისი წინადადება სადღეგრძელოს აგონებდა. ამიტომ შესთავაზა, "Тост парад" მოეწყოთ. თამაშის არსი შემდეგში მდგომარეობდა: მაგიდაზე იდგა ორი ჯამი, რომლებშიც სახელები და მოვლენები ეწერა. ვალერი და ივანი ამ ჯამებიდან თითო ფურცელს იღებდნენ და სახელებისა და მოვლენების სადღეგრძელოში დაკავშირებას ცდილობდნენ.