loader

"Хабиб - чемпион, Коннор петух" - როგორ აღნიშნეს ჩეჩნეთში ხაბიბ ნურმაგომედოვის გამარჯვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"Хабиб - чемпион, Коннор петух" - როგორ აღნიშნეს ჩეჩნეთში ხაბიბ ნურმაგომედოვის გამარჯვება

7 ოქტომბერს აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასში UFC-ში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, სადაც რუსმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს სძლია.

ხაბიბმა პირველივე რაუნდში მოიპოვა უპირატესობა. ის აქტიურად იყენებდა ჭიდაობის ილეთებს, რასაც ირლანდიელი ვერაფერს უპირისპირებდა. თითქმის ყველა რაუნდში რუსს ირლანდიელი გამოჭერილი ჰყავდა და მის კონტროლს ახერხებდა. საბოლოოდ კი ყველაფერი მეოთხე რაუნდში გადაწყდა, როდესაც ხაბიბმა ეგრეთ წოდებული "მოგუდვა" დაუპირა, რის შემდეგაც ირლანდიელი დანებდა და ტექნიკური ნოკაუტით დაასრულა შეხვედრა.

ამით ხაბიბმა წაუგებელი სერია გააგრძელა და ის კვლავ მსუბუქი წონის ჩემპიონია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხაბიბი გულშემატკივრებში შეიჭრა და კონორის თანაგუნდელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ანალოგიურად, ოქტაგონზე კონორსა და ხაბიბის გუნდელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება შედგა.

საბოლოოდ, არეულობის თავიდან ასაცილებლად დაღესტნელ სპორტსმენს ქამარი ოქტაგონზე არ გადასცეს.