loader

ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში 3 პირი დააკავეს - ნივთმტკიცებად ამოღებულია 3 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში 3 პირი დააკავეს - ნივთმტკიცებად ამოღებულია 3 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი: 1981 წელს დაბადებული დ.წ., 1989 წელს დაბადებული ა.გ. და 1979 წელს დაბადებული თ.გ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.