loader

"იესო, მიყვარხარ, გთხოვ, გვიშველე!.." - ხანძარს გადარჩენილი დედა-შვილის სასოწარკვეთილი რეაქცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იესო, მიყვარხარ, გთხოვ, გვიშველე!.." - ხანძარს გადარჩენილი დედა-შვილის სასოწარკვეთილი რეაქცია

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში თავად მცირეწლოვანმა ავტორმა გაავრცელა, აღწერილია კალიფორნიის გამანადგურებელ ხანძარში მოყოლილი დედა-შვილის მძიმე განცდები და ემოცია. ისინი საბედნიეროდ, ხანძარს გადაურჩნენ. "პირველად ვიგრძენი ცხოვრებაში, რომ ვკვდებოდით. მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩით... გიყვარდეთ, იცხოვრეთ და იყავით მადლობელი ყოველი დღისთვის" - ასეთი კომენტარი გაუკეთა მან საკუთარ დრამატულ კადრებს.

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. აქამდე საუბარი იყო 23 დაღუპულზე.

ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხუთშაბათს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 45 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 7 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია.

საერთო ჯამში, კალიფორნიაში 300 ათასი ადამიანის ევაკუირება მოხდა.

აქამდე ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი კალიფორნიის შტატში 2017 წელს დაფიქსირდა. მაშინ ხანძრის შედეგად 5,5 ათასი ნაგებობა განადგურდა, ხოლო ხანძრის გავრცელების ფართობი 15 ათას ჰექტარს შეადგენდა.


ასევე იხილეთ: ვილ სმიტი და ჯერარდ ბატლერი საკუთარი გადამწვარი სახლებიდან ვიდეოებს ავრცელებენ - რა დარჩა ჰოლივუდის განადგურებული ვილებიდან

ფერფლად ქცეული ქალაქი: ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია