loader

პროფესორმა ერიკ რიმმა კარტოფილი ფრის ჯანმრთელობისთვის უვნებელი დოზა გამოთვალა - გაიგეთ, რათა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ქვეშ არ აღმოჩნდეთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროფესორმა ერიკ რიმმა კარტოფილი ფრის ჯანმრთელობისთვის უვნებელი დოზა გამოთვალა - გაიგეთ, რათა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ქვეშ არ აღმოჩნდეთ

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორმა ერიკ რიმმა კარტოფილი ფრის დღიური დოზა განსაზღვრა. პროფესორი ამბობს, რომ ამ დოზის მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის.
კვირაში სამჯერ 40-50 ცალი ფრის მიღება ორგანიზმის გაცხიმოვნებას იწვევს. ფრის მოყვარულები ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ქვეშ არიან.

პროფესორი ერიკ რიმი ფრის მოყვარულებს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დღიურ დოზად მხოლოდ 6 ცალი ფრის მიღებას ურჩევს. ამასთან, მეცნიერი ამბობს, რომ ზედმეტი კალორიებისგან თავის დასაცავად კარტოფილთან ერთად ყველი და სხვა დანამატები არ უნდა მიირთვათ.