loader

როგორ ძარცვავენ ქართველები კიევში, საცობში მდგარ მანქანებს - დანაშაულის ამსახველ კადრებს კიევის პროკურატურა ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ძარცვავენ ქართველები კიევში, საცობში მდგარ მანქანებს - დანაშაულის ამსახველ კადრებს კიევის პროკურატურა ავრცელებს

კიევის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია შეიარაღებული ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრებიც ოდესასა და კიევში ავტომანქანებს ძარცვავდნენ.

კიევის პროკურატურა "გასტროლიორ ბანდად" მოიხსენიებს დამნაშავეებს, რომელთა შორისაც უკრაინის და საქართველოს ოთხი მოქალაქეა. დაკავებულები არიან 1976, 1983, 1985 და 1989 წელს დაბადებული პირები.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები დღის საათებში ყველას თვალწინ სჩადიოდნენ დანაშაულს. "მაგალითად, ადამიანი მანქანით საცობში დგას, დღისით, მზისით, უამრავი თვითმხილველია ირგვლივ - ბრალდებულები ამტვრევენ მანქანის მინას, იტაცებენ ფულს თუ ძვირფას ნივთებს და გარბიან. ეს ყველაფერი 20 წამში ხდებოდა" - განაცხადეს კიევის პროკურატურის პრესსამსახურში.

დამნაშავეებმა ბოლო დანაშაული 6 დეკემბერს ჩაიდინეს, როცა მანქანაში მძღოლს დაესხნენ თავს და გასტაცეს ჩანთა, რომელშიც 15 000 აშშ დოლარი და დოკუმენტები ეწყო.

სპეცოპერაციის შედეგად, ბანდის სამი წევრი ცხელ კვალზე დააკავეს, ერთი გაიქცა, ერთი კი მიმალვაშია. დაკავებისას მათ წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებს და ასაფეთქებლის გამოყენებით იმუქრებოდნენ. აყვანის დროს დაიჭრა ერთ-ერთი ბრალდებული.

დაჯგუფების წევრების საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას ამოიღეს პისტოლეტები, ტყვიები, ვაზნები, ნიღბები, ავტომობილის სანომრე ნიშნები და ა.შ.