loader

"ცოლს ვერ ეხ­მა­რე­ბა, პრინ­ცი სა­სო­წარ­კვე­თი­ლია" - რა ხდება პრინც ჰარისა და მეგანის პირად ცხოვრებაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოლს ვერ ეხ­მა­რე­ბა, პრინ­ცი სა­სო­წარ­კვე­თი­ლია" - რა ხდება პრინც ჰარისა და მეგანის პირად ცხოვრებაში

პრინ­ცი ჰარი ცო­ლის, მე­გან მარ­კლის გარ­შე­მო აგო­რე­ბუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ვე­რა­ფერს აკე­თებს და თავს უძ­ლუ­რად მი­იჩ­ნევს. ამის შე­სა­ხებ Us Weekly-ს სა­მე­ფო ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი ჰა­რი­სა და მე­გა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ახ­დენს ზე­მოქ­მე­დე­ბას. იმის გამო, რომ ცოლს ვერ ეხ­მა­რე­ბა, პრინ­ცი სა­სო­წარ­კვე­თი­ლია. მე­გა­ნის ნე­გა­ტი­ვის­გან დაც­ვა მის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა", - ამ­ბობს წყა­რო.

გა­სულ თვეს მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნია, რო­მე­ლიც პირ­ველ შვილ­ზეა ორ­სუ­ლად, რძალ­თან, ქეით მიდლტონ­თან არის და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი. Us Weekly-ს წყა­რო ამ­ბობს, რომ ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, თუმ­ცა თე­მა­ზე სპე­კუ­ლა­ცია მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში კვლავ გრძელ­დე­ბა.