loader

ტყუპები ავსტრალიიდან, რომლებსაც საერთო საქმრო ჰყავთ (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტყუპები ავსტრალიიდან, რომლებსაც საერთო საქმრო ჰყავთ (+18)

ანა და ლუსი დეჩინკებმა 33 წლის ასაკში პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვეს. ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და უცნაური ოცნება აქვთ.  "მსოფლიოში ყველაზე იდენტური ადამიანები ვართ", - ამბობენ დები. მათ პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთეს, რათა ერთმანეთს კიდევ უფრო დამსგავსებოდნენ. ამჟამად დები ახალი პრობლემის წინაშე დგანან: მათ სურთ გათხოვება, ოღონდ ორივეს ერთი და იგივე მამაკაცზე. მათ ახლა საერთო საქმრო ჰყავთ. მათთან მრავალცოლიანობა აკრძალულია, სწორედ ამიტომ, ტყუპები ეცდებიან, რომ საზოგადოებას ხმა მიაწვდინონ და ქორწინების უფლება მოიპოვონ. ტყუპების რჩეული მექანიკოსი ბენ ბირნია, რომელსაც 8 წელია იცნობენ. ბენი ამბობს, რომ დებს შესანიშნავად უგებს და "რისკზე" წასვლაზე თანახმაა. "ბენი ორივეს ერთნაირად გვეპყრობა. როცა ანას კოცნის, მეც მაშინვე მკოცნის და სასეირნოდ სამივე ხელჩაკიდებული მივდივართ. გადავწყვიტეთ, რომ ქორწილამდე სექსს არ ვაპირებთ. მე ანაზე და ბენზე არასდროს ვიეჭვიანებ", - განაცხადა ლუსიმ. ანას და ლუსის სურთ, ერთდროულად იყვნენ ორსულად.