loader

როგორ გამოვიცნოთ ნატურალურია თაფლი თუ არა, ეს ყველამ უნდა იცოდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოვიცნოთ ნატურალურია თაფლი თუ არა, ეს ყველამ უნდა იცოდეს

მთავარი საახალწლო ნუგბარის გოზინაყის გემრიელად მოსამზადებლად, მნიშვნელოვანია ხარისხიანი და ნატურალური თაფლის შერჩევა. თაფლის ფალსიფიცირება უმარტივესია, თუმცა მომხმარებლის მოტყუება არც ისე ადვილი, თუკი მან კარგი თაფლის ცნობა იცის.

ჩვენ უკვე ეთერში გასულ გადაცემებში გასწავლეთ, ექსპერიმენტები კარგი თაფლის ამოსაცნობად, მაგალითად ის, რომ მტევანზე დაწვეთებული ხარისხიანი თაფლი არ გაგიწებავთ ხელს, თუ ასეთი მოქმედების შედეგად ხელი გაგეწებათ, თაფლი შაქარს შეიცავს და უხარისხოა. ასევე გადმოღვრისას ნატურალურ თაფლის ნაკადი არ უნდა წყდებოდეს, და ის ჩხირზე, ან კოვზზე დატრიალებისას უნდა ეხვეოდეს მას, დაახლოებით ისე, როგორც ძაფი დაეხვევოდა. დღევანდელ გადაცემაში კიდევ ერთ რჩევას მოგცემთ ნატურალური თაფლის შესარჩევად. დაახლოებით ნაცევარი ჩაის კოვზი თაფლი დაასხით თეფშზე ზემოდან დაასხით წყალი და გააქანეთ თეფში წრიული მოძრაობით 1-2 წუთის განმავლობაში. ნატურალური თაფლის შემთხვევაში თეფშზე ფიჭის გამოსახულება დაიხატება.