loader

რომელი ქართული ქორწილები იყო წინა წლეს ყველაზე ძვირადღირებული და გამორჩეული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელი ქართული ქორწილები იყო წინა წლეს ყველაზე ძვირადღირებული და გამორჩეული

დათო კოპაძე და სოფო ლუხუტაშვილი

მოდელმა სოფო ლუხუტაშვილმა და ბიზნესმენმა დათო კოპაძემ გასული წლის ივნისში იქორწინეს. წყვილმა დაუვიწყარი ქორწილი გადაიხადა. ამ ქორწილს ანალოგი ჯერჯერობით არც ჰყავს. სოფომ და დავითმა ქორწილი ღია ცის ქვეშ, ზურაბ წერეთლის მონუმენტთან „მეფეთა სავანეში“ გადაიხადეს. პატარძალს ქორწილში ავთანდილის კაბა ემოსა და ქორწილისთვის ორიგინალური ვარცხნილობა ჰქონდა.

ბერა და ნანუკა

ნანუკამ და ბერამ ქორწილი ცოტა ხნის წინ გადაიხადეს. ნანუკას ქორწილში ეცვა რალფ რუსოს 2017 წლის კოლექციის კაბა, რომელიც 72 ათასი დოლარი ღირს. ივანიშვილების გადაწყვეტილებით, ქორწილი მოკრძალებულად გადაიხადეს, სადაც მხოლოდ 120 ადამიანი იყო დაპატიჟებული.

წყვილმა ქორწილში საჩუქრების მიღებაზე უარი თქვა და ამ თანხით სტუმრები გაჭირვებულ ბავშვებს დაეხმარნენ. 

ქრისტინე და ხუანი

ქრისტინე და ხუანი არც ბიზნესმენები არიან და არც მილიონები აქვთ, თუმცა, სამეფო წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა.

ქრისტინეს და ხუანის ოჯახი 4 წლის წინ შეიქმნა, თუმცა, ქორწილის გადახდა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
მათ სამდღიანი ქორწილი ჰქონდათ, რომელსაც სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრებოდნენ.

ქრისტინეს ბაგრატიონების საგვარეულო საქორწინო ბეჭედი გადაეცა. 


ქეთი ჟღენტი და თოშა ქებურია

ქეთი ჟღენტისა და თოშა ქებურიას წყვილის შესახებ ინფორმაცია ზუსტად იმ დროს გავრცელდა, როცა ახალგაზრდა ბიზნესმენმა საკუთარ რჩეულს, საფრანგეთის სანაპიროზე ხელი სთხოვა. წყვილმა ერთი წლის წინ შექმნა ოჯახი და "ელ სააბის" მოდის სახლს კაბაც შეუკვეთა, თუმცა, ქორწილის გადახდა წელს მოხერხდა, როცა პატარა ქალიშვილი კატერინა შეეძინათ.

ქეთისა და თოშას წყვილმა ულამაზესი ქორწილი კაჭრეთში გადაიხადა. მათ ქორწილს სტუმრები მსოფლიოს სამი ქვეყნიდან ესწრებოდნენ. ასევე, ქორწილში მოწვეული ჰყავდათ ტიმატი და თეონა კონტრიძე.

თოშა და ქეთი თავიანთ ქორწილში ვერტმფრენით მივიდნენ და დღესასწაულის ბოლოს გაჭრეს გრანდიოზული ტორტიც, რომელსაც ანალოგი საქართველოში არ აქვს.