loader

კალაძის ოსტატურად შესრულებული პენალტი ესპანეთის კარში, "ზამთრის თასი 2019-ზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალაძის ოსტატურად შესრულებული პენალტი ესპანეთის კარში, "ზამთრის თასი 2019-ზე"

დავით პეტრიაშვილის სახელობის "ზამთრის თასი 2019-ის" ფარგლებში, საქართველოს ლეგენდები ესპანეთის ლეგენდებს დაუპირისპირდნენ. თამაშის მსვლელობისას, მაყურებლის აღტაცება კალაძის "პანენკას" მოჰყვა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა, ტურნირის გამარჯვებული კი თურქეთი გახდა. 

ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ და დავით პეტრიაშვილის მეუღლემ, ლიკა იოსელიანმა გუნდებსა და ტურნირის გამორჩეულ მოთამაშეებს კუთვნილი პრიზები გადასცეს. "ლეგენდების თასი 2019-ის" ბომბარდირი 9 გატანილი გოლით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახი კალაძე გახდა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ თურქეთის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდის შემტევი ჰასან კაბზე დასახელდა, საუკეთესო მეკარედ კი - გიორგი ლომაია. მაყურებლის სიმპათიის ჯილდო ფიფას "ლეგენდების გუნდის" ხორვატ ფეხბურთელს, ივიცა ოლიჩს გადაეცა. უეფას გუნდს კი, ტურნირის ორგანიზატორებმა საპატიო ჯილდო გადასცეს.