X
გიორგი გახარიამ გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახებს ღირსების ორდენები გადასცა
12:44 / 20-01-2019
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტის გარდაცვლილი თანამშრომლების - კოტე თოდუას, მორგენ ნიჟარაძისა და ჯემალ ქოჩუას ოჯახებს ღირსების ორდენები გადასცა. სამივე პოლიციელი 1992 წლის 9 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. გიორგი გახარიამ, მოადგილესთან - ლევან კაკავასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან - ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ეზოში სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო. შინაგან საქმეთა მინისტრი გარდაცვლილი პოლიციელების ახლობლებს გაესაუბრა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ სამინისტროს მხრიდან თანადგომისა და მხარდაჭერის იმედი.საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 27 წლის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელები ღირსების ორდენებით სახელმწიფოს მშენებლობაში, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
“ვიცი, რომ შევძლებ“ - გიორგი სუხიტაშვილი სარეაბილიტაციო ცენტრიდან ვიდეოს აქვეყნებს
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს