loader

"გრიპი დაემართა, შემდეგ კი გული წაუვიდა" - 20 წლის გოგონას მუდმივმა ეჭვიანობამ მომაკვდინებელი დაავადება დამართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გრიპი დაემართა, შემდეგ კი გული წაუვიდა" - 20 წლის გოგონას მუდმივმა ეჭვიანობამ მომაკვდინებელი დაავადება დამართა

ბიჭის მიმართ გაჩენილი ძლიერი ეჭვიანობა ბრიტანელი ივი მურისთვის ენცეფალიტის გაჩენის მიზეზი გახდა. დაავადებას ისტორიაზე გამოცემა Daily Mail-ი წერს.

ქალაქ სტრაუდის მცხოვრებმა 2015 წელს იეჭვა, რომ მისი შეყვარებული მას ღალატობდა და სხვა გოგოებს სწერდა. 20 წლის მური აღიარებს, რომ თავი პარანოიკად მიაჩნდა და ტირილამდე ღელავდა იმაზე, რაზეც მანამდე არასდროს ნერვიულობდა.

იმავე წლის სექტემბერში მას გრიპი დაემართა და შემდეგ გული წაუვიდა. სასწრაფოს გამოძახების შემდეგ მური დეფიბლირატორის გამოყენებით მოასულიერეს. როდესაც ბრიტანელი გონზე მოვიდა, ის მშობლებს ვერ ცნობდა.

რამდენიმე დღის შემდეგ მურმა უცნაურად მოქცევა დაიწყო: მას ეშინოდა სახლიდან გასვლის, როდესაც უყურებდა ტელევიზორს. ერთხელ მან გაიღვიძა და ეგონა, რომ დედა გარდაცვლილი ჰყავდა. გოგო საავადმყოფოში დააბრუნეს, სადაც ფსიქოზის დიაგნოზი დაუსვეს. რამდენიმე დღეში ექიმებმა გაარკვიეს, რომ ახალგაზრდას ენცეფალიტი ჰქონდა.

საავადმყოფოში წოლის დროს ბიჭმა გოგო მიატოვა. ამჟამად მური შეცვლილია, თუმცა თავისი დაავადების შესახებ ღიად საუბრობს.