loader

"გაოცებული ვიყავი, როგორ მოიფიქრა" - ნინა წკრიალაშვილი სალომე გოგიაშვილთან წლების წინ მომხდარ სკნდალზე პირველად ალაპარაკდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაოცებული ვიყავი, როგორ მოიფიქრა" - ნინა წკრიალაშვილი სალომე გოგიაშვილთან წლების წინ მომხდარ სკნდალზე პირველად ალაპარაკდა

ნინა წკრიალაშვილისა და სალომე გოგიაშვილის დაპირისპირების შესახებ, წლების წინ პრესა აქტიურად წერდა.
ყველაფრის მიზეზი კი "ფეისბუქზე" სალომეს მიერ გამოქვეყნებული ფოტო გახდა.

რუსი მომღერლისა და პლასტიკური ოპერაციების სიმრავლით ცნობილ სერგეი ზვერევის სურათზე ნინა წკრიალაშვილის ფოტო იყო მიმონტაჟებული.

სალომეს დასათაურებულ ფოტოს, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს სამი განსხვავების პოვნას სთხოვდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ თემაზე საიტზე მასალაც დავწერეთ, რომლის ლინკიც მოგვიანებით ნინამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და სალომეს ისეთივე ბედნიერი ცხოვრება უსურვა, როგორსაც საკუთარ თავს უსურვებდა.

მოდის ონლაინ-პლატფორმა "სტრეეტსტყლე.გე"-ს რედაქტორმა, გივი რაზმაძემ მას სალომე გოგიაშვილთან მომხდარი დაპირისპირების გახსენება სთხოვა.

თუმცა, ნინამ განაცხადა, რომ სალომეს სიმართლის თქმით, პრობლემებს შეუქმნიდა და მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა.