loader

ბესელიას "მომაკვდინებელი" მზერა ჩუგოშვილს მას შემდეგ, რაც მის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა - ვიდეოშარჟი "კარგი, ცუდი და ბოროტის" მიხედვით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბესელიას "მომაკვდინებელი" მზერა ჩუგოშვილს მას შემდეგ, რაც მის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა - ვიდეოშარჟი "კარგი, ცუდი და ბოროტის" მიხედვით

კადრები საქართველოს პარლამენტიდან. ვიდეოშარჟის ავტორია ლაშა დარგანიანი.

ცნობისთვის, ჩუგოშვილმა თავი შეიკავა ბესელიას კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობისგან, რომლის მიზანი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერება იყო. ბესელიასთან ერთად, კიდევ 8 დეპუტატი მოითხოვდა ცვლილებებს "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში. მათი მიზანი იყო რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადო გამწესების შეჩერება 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

სწორედ ამ კანონპროექტის ჩაგდება გახდა ბესელიასთვის გუნდიდან წამოსვლის თაობაზე საბოლოო 
გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. პოლიტიკოსმა "ქართული ოცნება" - პარტია, რომელიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილთან ერთად დააფუძნა, დღეს, 22 თებერვალს, საგანგებო განცხადებით  დატოვა.