loader

აქ 50-მდე სახეობის თევზია, მათ შორის ზვიგენიც - როგორ გამოიყურება შეკვეთილში მდებარე სასტუმრო "პარაგრაფის" აკვარიუმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქ 50-მდე სახეობის თევზია, მათ შორის ზვიგენიც - როგორ გამოიყურება შეკვეთილში მდებარე სასტუმრო "პარაგრაფის" აკვარიუმი

Marriott International-მა შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ Marriott International-ის მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის ოფიციალური შედეგები მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით განისაზღვრა.

სასტუმრო „პარაგრაფი“ რეიტინგით უსწრებს მილანში, კოპენჰაგენში, ვარშავაში, ბარსელონაში, დუბროვნიკში და სხვა ევროპულ ქალაქებში არსებულ სასტუმროებს.

შეგახსენებთ, რომ „პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომლის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა. 220 ნომრიან სასტუმროში თავმოყრილია 1600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ზამთრის ბაღი, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა კი 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

ეს კადრები "პალიტრავიდეოს" ჟურნალისტმა სასტუმროს აკვარიუმში გადაიღო, სადაც 50- მდე სახეობის თევზია თავმოყრილი, მათ შორის ზვიგენიც.

ავტორი: მარიკო კეკელიძე